მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ყველა პოლიტიკურ ძალას კონსესუსისკენ მოგვიწოდებს, ოპოზიციური პარტიები ითხოვენ საკონსტიტუციო რეფორმის ჩაშლას და ცვლილებების პროექტის გამოწვევას პარლამენტიდან. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ბატონი ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ შექმნილია ჩიხური სიტუაცია, კრიზისი კონსესუსთან მიმართებით. ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე აირჩიეს ურთიერთობის ისეთი გზა, რაც იმთავითვე გამორიცხავდა კონსესუსის შესაძლებლობას და სწორედ ამის გამოა, რომ ისინი დღეს შეთანხმებაზე მოწოდების შემდგომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. არ შეიძლება აქვე არ აღინიშნოს, რომ ტყუილებსაც არ ერიდებიან და აცხადებენ, რომ პროექტის შეცვლილი ვერსია იქნა მიღებული. რეალურად მიღებული იყო სიტყვა-სიტყვით იგივე დოკუმენტი, რაც მოიწონა ვენეციის კომისიამ. უფრო მეტიც, გათვალისწინებულია მათი პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია. ერთადერთი ცვლილება შეეხო გარდამავალ დებულების კონკრეტულ მუხლს - არა პროპორციულ არჩევნებს, არამედ მის ერთი ვადით გადაწევას