30 ივნისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ტურიზმის სკოლის ხელმძღვანელი არჩილ ცინცაძე მოაწერენ. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები, თსუ-ს სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს და ღონისძიებებს, ასევე ერთობლივ სასწავლო პროგრამებს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი