პროკურატურამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე რ.მ-ს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე რ.მ-ს ბრალდება წარუდგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის  მიმართ  სასტიკი მოპყრობის ორ ფაქტზე  რ. მ.-ს წარუდგინა ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017  წლის 25 და 27  ივნისს,  რ. მ.-მ ქალაქ  რუსთავში მდებარე გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის   ცხოველებს - ლეკვებს პნევმატური იარაღით  მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის  სიკვდილი გამოიწვია. 

პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და რ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000  ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს  ვადით ერთ წლამდე.