სასჯელაღსრულების დაწესებულებას კვლავ ბაჩო ახალაია გააკონტროლებს. მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს ციხეში საპატრულო პოლიციის შეყვანა დაავალა. როგორც პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს დროებითი ღონისძიებაა, სანამ დაწესებულებებში გადახალისება მოხდება. პატიმართა წამებასა და გაუაპატიურებას პრეზიდენტი სისტემურ მარცხს უწოდებს. მისივე თქმით, ეს სისტემა უნდა გაუქმდეს და ახალი ჩამოყალიბდეს.