საქართველო დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ,,საქართველოში ციხეში ძალადობის ამსახველმა ვიდეომასალამ ანტისახელიფულებო საპროტესტო ტალღა ააგორა", ეს სათაური ,,ბიბისის" ინტერნეტ გამოცემის მთავარ გვერდზეა გამოტანილი.
ბიბისის ინფორმაციით კადრებში ჩანს, რომ თბილისის ციხის თანამშრომლები პატიმრებს სასტიკად სცემენ და მათზე სექსუალურად ძალადობენ, მმართველი პარტიაში კი აცხადებენ, რომ ვიდეო ოპოზიციის მიერ არის ინსცინირებული და ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ბიბისის კორესპონდენტი თბილისში დამიენ მაკგინესი აღნიშნავს რომ, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ხელისუფლება ძალადობას სასტიკი და დესპოტური მეთოდებით ებრძის. ,,პატიმართა წამების ვიდეომასალამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე საპროტესტო აქციები გამოიწვია", ამ სათაურით აქვეყნებს ,,ვაშინგტონ პოსტი" ინფორმაციას. გამოცემის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პროვოკაციაზე საუბრობენ, პრეზიდენტმა კი დამნაშავეების დასჯის პირობას დებს. მას შემდეგ რაც ორმა ტელეარხმა სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა ასობით დემონსტრანტმა თბილისის ცენტრში მოძრაობა გადაკეტა, წერს ვაშინგტონ პოსტი. პატიმართა წამებას ეხმაურება რადიო თავისუფლების ინგლისურ ენოვანი ბიუროც. ინფორმაცია რადიოს ინტერნეტ-გვერდზე მთავარ ამბადაა გამოტანილი.