დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერი დუშეთში იმყოფებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტებთან საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საჭიროა მოახლოებული არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.
„ძალიან დაძაბულია ხალხი, ძალიან ჭარბობს ემოციები. მინდა კიდევ მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას მოთმინებისკენ, არ იჩქაროთ, ეს არ იყო ერთადერთი უბედურება, რაც თქვენ გუშინ ნახეთ, გაცილებით მეტი აქვთ მათ გაკეთებული. არ იჩქაროთ, არჩევნებია კარზე მომდგარი. უნდა მოვახერხოთ, რომ მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.