კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა კოალიციის ცენტრალურ ოფისი შედგა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დიპლომატებს წინასაარჩევნო პროცესებზე მიაწოდეს ინფორმაცია, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც მედიით გავრცელდა და თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. "რაც ვნახეთ, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ქვეყანას მართავს ძალადობის მანქანა. 1-ელ ოქტომბერს რეჟიმი უნდა შევცვალოთ, ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მისი თმით დიპლომატები შოკირებულნი არიან გავრცელებული ვიდეო მასალით