ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში ახალი წყალსატუმბი სადგური დამონტაჟდა, როელიც ბოლაჯურის და პატარა სმადის სასოფლო სამეურნეო სავარგულებს ასარწყავიანებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. დამონტაჯებული წყალსატუმბი სადგური ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს.