„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კატეგორიულად ემიჯნება იმ აბსურდულ განცხადებებს რაც ე.წ. სამეცნიერო შეკრებაზე გაკეთდა. ჩვენი უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული“- განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა 30 მაისს უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც ე.წ „დასავლური საფრთხეების“ შესახებ გაკეთდა განცხადებები. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა შეცდომაში შეიყვანა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აუდიტორია მოითხოვა სამეცნიერო შეკრებისთვის, თუმცა, მოგვიანებით თემატიკა შეცვალა და მოატყუა უნივერსიტეტი. „ჩვენი უნივერსიტეტის არცერთი სტუდენტი, პროფესორი და თანამშრომელი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა“-აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.