გრძელდება ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მდინარე ძინძის წყალზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდი 10 მეტრი სიგანის და 24 მეტრი სიგრძისაა, რომლითაც ასეულობით მოქალაქე და ტურისტი ისარგებლებს. მიმდინარე სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.