„საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ამატებს ახალ შემადგენლობას

„საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ამატებს ახალ შემადგენლობას

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№851/852).

კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი  ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 26 მაისს გავა 08:50, ბათუმში ჩავა 14:13, ხოლო 28 მაისს ბათუმიდან გამოვა 16:40 და თბილისში ჩამოვა 21:40.

ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით.

საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამოუკებლობის დღეს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!