24 მაისს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „მოდი აქ“ გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თორნიკე ყიფიანი და ბენდი, ლუკა ზაქარიაძე და ბენდი, დათო ევგენიძე, ლინდა ადამია, კოტე ყუბანეიშვილი, კოკა მუმლაძე, ნინო დევიძე, გიგა პაპასქირი და დათუნა ცომაშვილი. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ირაკლი ჩარკვიანის 2D ანიმაცია.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი