25 მაისს, 12.00 საათზე, ჰოლანდიის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლისა (NBE) და ქართველი მუსიკოსების ერთობლივი მუსიკალური პროექტის Made in Georgia შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
პროექტი საქართველო-ჰოლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ჰოლანდიის ელჩი საქართველოში და პროექტში მონაწილე ქართველი და ჰოლანდიელი მუსიკოსები.
მისამართი: გენერალ კვინიტაძის ქ. #8, სასტუმრო Grove Design Hotel
საკონტაქტო პირი: ქეთა ლომიძე 577 71 33 73