გერმანული მხარე საქართველოში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს

გერმანული მხარე საქართველოში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმ მოკლე დროის გათვალისწინებით, რომელიც ჰქონდა, ძალიან სერიოზული, შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა“, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, დირკ შატშნაიდერიმ განაცხადა.

დირკ შატშნაიდერის თქმით, გერმანიის ფედერალური მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მიმდინარე პროცესს და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამ მიზნით საქართველო ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობს.

„საქართველოს პარლამენტი არის მნიშვნელოვანი მოთამაშე და მის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც სათავეში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უდგას. ამ კონტექსტში მინდა განსაკუთრებულად ხაზი გავუსვა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან, მაშასადამე, ევროპის საბჭოსთან და მივესალმები ამას. ჩვენი გადმოსახედიდან, კომისიამ იმ მოკლე დროის გათვალისწინებით, რომელიც ჰქონდა, ძალიან სერიოზული, შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით კი კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს. ჩვენ, გერმანიის ფედერალური მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ცალკეული წინადადებები წინამდებარე კანონპროექტში საერთაშორისო თუ სამოქალაქო საზოგადოების დონეზე განიხილება, ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკული თვალით, მაგრამ ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი და მათ შორის, საზოგადოების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აცხადებს დირკ შატშნაიდერი.