დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული თსუ-ში

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

23 მაისს, 12:00 საათზე თსუ ბიბლიოთეკაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“ გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეგობრული შარჟები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პერიოდში კულტურის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მათი თანამედროვე მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გამოიფინება ჩანახატების ფოტო ასლები. მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებიდანაა მოძიებული.

25 მაისს, 16:00 საათზე თსუ ბიბლიოთეკა ქართველ ხალხთა მეგობრობისა და კულტურის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტის, ლევილის ქართული მამულის  მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის  „ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაციას მოაწყობს.

29 მაისს, 11.00 საათზე თსუ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“

29 მაისს, 11:00 საათზე თსუ ბიბლიოთეკაში ჩატარდება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“.

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, ფოიე