გამოფენა თსუ-ში:  „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა

გამოფენა თსუ-ში: „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა"

19 მაისს, 12:00 საათზე „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერები, გამოცემები, ილუსტრაციები იქნება წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენაზე „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე დაესწრებიან.

ექსპოზიციაზე, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება, გამოიფინება თსუ ბიბლიოთეკაში, თსუ ემიგრაციის მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული,  მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.