ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს

ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა,  მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში,  ის ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერეს, სადაც  ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.

სამინისტრომ  შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი ააშენა, აღმაშენებლისა და ერისთავის ქუჩებზე არსებული ახალაშენებული კორპუსები კი,  ქართველი მენაშენეებისგან გამოისყიდა.

დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, 2017  წლის ზაფხულის ბოლომდე გადაეცემათ.