90-იანების მუსიკალური საღამო თსუ-ში

90-იანების მუსიკალური საღამო თსუ-ში

11 მაისს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 90-იანების მუსიკალური საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პანჩო, ნიკოლშოუ, ქუჩის ბიჭები, მარიკა თხელიძე, თიკა ჯამბურია, თიკა ფაცაცია, ირმა სოხაძე, დათო ხუჯაძე და რომა რცხილაძე. საღამოს დუტა რცხილაძე წაიყვანს.

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე დაწესებული დრესკოდის თანახმად, მომღერლები და მსმენელები 90-იანების სტილში იქნებიან ჩაცმულები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო.