ხვალ, თსუ -ში ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, თსუ -ში ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართება

10 მაისს, 18:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „ხმა ქართველი ქალისა“-ასი წლის შემდეგ, პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.       

“ხმა ქართველი ქალისა” - ასი წლის შემდეგ  არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტის მიერ შექმნილი სამეცნიერო-პუბლიცისტური  ჟურნალი, რომელიც დაარსდა იმავე სახელწოდების ფემინისტური გაზეთის ასი წლისთავთან დაკავშირებით. გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა” ქუთაისში გამოიცემოდა 1917-1918 წლებში ფემინისტის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის თაოსნობით. აღნიშნული ჟურნალი ქმნის პლატფორმას თანამედროვე, ადგილობრივი ფემინისტური, ინტერდისციპლინური აკადემიური ნააზრევის ხელშეწყობისა და განვითრებისთვის.  

 ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თსუ - ს გენდერის კვლევების ინსტიტუტი, ქალთა ფონდი საქართველოში და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ.#1,  I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.