ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ,,სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს" შეხვედრა გაიმართა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და გამგებლის სათათბირო ორგანოს წევრებმა განიხილეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო შესყიდვები, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ტურისტზმის განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და 2017 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული საკითხები.შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.