ხვალ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართება პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია.

ხვალ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართება პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია.

                                                                    

4 მაისს, 11:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართება პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია.                                                                                

პრეზენტაციას გაუძღვებიან ქ. თბილისის მერი, დავით ნარმანია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ დამფუძნებელი რატი ამაღლობელი.

„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.