გამწვანების აქცია თეთრიწყაროში

გამწვანების აქცია თეთრიწყაროში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სუფთად ევროპისკენ“ კვირეულს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და კვირეულის ფარგლებში ქალაქ თეთრიწყაროში გამწვანების აქცია გაიმართა. შპს. თეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ მიერ   დიდგორის ქუჩაზე მდებარე სკვერში ფიჭვის 100 ნერგი  დაირგო, ხოლო ქალაქის ცენტრში გაშენდა ყვავილოვანი მცენარეები.