დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების: მოხეს, ციხისუბანის, ნამინაურის, დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობას შეხვდა.
გამგებელმა მოქალაქეებს ბოლო დროს განხორციელებული აქტივობების და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.