პროექტი რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროს განვითარებას რეგიონში.

პროექტი რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროს განვითარებას რეგიონში.

​ადიგენის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და კულტურული ძეგლების შესწავლისა და შეფასების მიზნით, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი გიორგი დვალაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა პროექტის – ,, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების როლი ტურიზმის განვითარებაში"– ფარგლებში შედგა, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროს განვითარებას რეგიონში.