,,ვეფხისტყაოსანი’’ - ახალი თარგმანების პრეზენტაცია

,,ვეფხისტყაოსანი’’ - ახალი თარგმანების პრეზენტაცია

2 მაისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება "ვეფხისტყაოსნის" ახალი თარგმანების პრეზენტაცია.

,,ვეფხისტყაოსნის’’ ჩეჩნურ გამოცემას წარადგენს საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი  მექა ხანგოშვილი.      

”ვეფხისტყაოსნის“ ახალ, ლინ კოფისეულ  ინგლისურ პოეტურ თარგმანს წარადგენს თავად გამოცემის რედაქტორი, პროფესორი ნოდარ ნათაძე. ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით.

,,ვეფხისტყაოსნის’’ უახლეს  გერმანულენოვან გამოცემას, რომელიც 2016 წელს ავსტრიის ქალაქ ვენაში  გამოიცა, წარადგენს თავად საიუბილეო გამოცემის ავტორი რუსუდან მოსიძე.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 11, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის საგამოფენო დარბაზი