საქართველოში განხორციელებული სასამართლო სისტემის რეფორმები და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებს უცხოელი ექსპერტები აფასებენ. გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარე მხარს უჭერს საქართველოში წამოწყებულ რეფორმებს. იენს გნიზა აცხადებს, რომ საქართველო განვითარების კარგ გზაზე დგას და გვინდა, რომ ამ განვითარებას მხარი დაუჭიროთ.
„კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შესამჩნევია ის განვითარება, რაც საქართველომ გააკეთა. საქართველოს მიზანია შექმნას მყარი და ძლიერი იუსტიცია და აქედან გამომდინარე, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერება მნიშვნელოვანი საკითხია ამ პროცესში. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კარგ გზაზე დგას და გვინდა, რომ ამ განვითარებას მხარი დაუჭიროთ. ის ცვლილებები, რომლებიც დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციაში, ვფიქრობ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ეს კონფერენცია კარგი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეგვიძლია გამოცდილება გაუზიაროთ ერთმანეთს და პირადად მე კარგი შთაბეჭდილებებით დავტოვებ აქაურობას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოში წამოწყებულ რეფორმებს და ვთვლი, რომ ეს რეფორმები ძლიერი მართლმსაჯულებას და ძლიერი იუსტიციის სისტემას განაპირობებს.“ -განაცხადა გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარე იენს გნიზამ.