ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია. განახლდა სასმელი წყლის 1000 ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა. რეზერვუარი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის იქნება, რომელიც სოფელ უდის მაცხოვრებლებს სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს.სამუშაოების შესასრულებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 199 706 ლარი გამოიყო.სოფელ უდეში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა მერაბ გიორგაძემ ადგილზე მოინახულეს.