ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ადმინისტრაციული ერთეულისა და საბავშვო ბაღის მიმართულებით მისასვლელი საავტომობილო გზის (ბეტონის) მოწყობის სამუშაოები მიმნდინარეობს. სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 000 ლარი გამოიყო, პროექტი მიმდინარე წლის 15 ივნისს დასრულდება. სოფელ არალში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა მერაბ გიორგაძემ ადგილზე მოინახულეს.