აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმი თსუ-ში

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმი თსუ-ში

28 აპრილს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართება აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმი, რომელსაც საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იან კელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრებიან. ფორუმის მასპინძელი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსია აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა სამხარაძე, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (GFSIS) პრეზიდენტი  ეკა მეტრეველი, პოლიტიკსა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) დირექტორი ალექსი ალექსიშვილი.