21 აპრილს, 17:30 საათზე, სასტუმრო რუმსში სტარტს აიღებს 48 საათიანი ჰაკათონი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს და შექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.
პროექტის პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi, თიბისი ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება.
მისამართი: სასტუმრო რუმსი, კოსტავას #14
საკონტაქტო პირი: ქეთი ებანოიძე - 577 42 56 11