მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ღონისძიება -აქცია თსუ-ში

მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ღონისძიება -აქცია თსუ-ში

19 აპრილს, 13.00 საათზე, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებში  გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის პირველად დაჯილდოვდებიან გამორჩეული ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, უცხოელი ქართველოლოგი და საქართველოში მოღვაწე დიპლომატი. გამარჯვებულებს გამოავლენს უნივერსიტეტის პროფესორებისგან და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილი სპეციალური კომისია.