ჯიპიაი ჰოლდინგის დაფინანსება მცირე და საშუალო ბიზნესს
12 აპრილი, 2017 წელი: სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლები, მცირე და საშალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრ “საბას“ მოვაჭრეებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეთა ცნობიერების ამაღლება ბიზნეს რისკების დაზღვევისა და ამ გზით მათთვის ფინანსური ზარალის თავიდან აცილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.
გურამ მუსხელიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორი: „ჩვენი შეხვედრების მიზანია რაც შეიძლება მეტი მეწარმის მოცვა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ბიზნეს რისკების დაზღვევის შესახებ. მნიშვნელოვანია ყველა მეწარმეე აცნობიერებდეს, რომ ფინანსური რისკებისგან თავის დაცვა შესაძლებელია და დაზღვევა ამისთვის ყველაზე ეფექტური მექანიზმია. ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი მეწარმის ჩართვას სადაზღვევო სისტემაში, რათა მათ გააჩნდეთ მყარი ფინანსური გარანტიები გაუთვალისწნებელი შემთხვევებისთვის. SME სექტორის სტაბილურობა და უსაფრთხოება უმნიშნველოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.“
ჯიპიაი ჰოლდინგის დაფინანსება მცირე და საშუალო ბიზნესს - სადაზღვევო კომპანიამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნეს რისკების დაზღვევაზე. პროექტის ფარგლებში დაზღვევის ღირებულების 50%-ს ჯიპიაი ჰოლდინგი აფინანსებს. კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე ჩაატარეს სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრა მეწარმეებთან. შექმნილია სადაზღვევო კონსულტანტების სპეციალური მობილური ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ბიზნესის დაზღვევის მიმართ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ შემოთავაზებული ბიზნეს რისკების დაზღვევის პროგრამა ითვალსიწინებს ყველა სახის ქონების დაზღვევას მარაგების, ინვენტარის, მანქანა-დანადგარებისა და საოფისე ტექნიკის ჩათვლით ისეთი რისკებისგან როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, მოკლე ჩართვით დანადაგრებისა და ტექნიკის დაზიანება და ა.შ. ანაზღაურების ლიმიტი 50,000₾-ია. ანაზღუარდება ასევე ბიზნესის შეფერხების რისკი, რაც გულისმხობს, დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ანაზღაურებას, თუკი საწარმო ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას რაღაც პერიოდს განმავლობაში. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ღირებულების 50%-ს თავად აფინანსებს, შესაბამისად მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული სადაზღვევო პრემია დაწესდა და ეს თვეში მხოლოდ 15₾ შეადგენს.