2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქ თეთრიწყაროში დემეტრე თავდადებულის, მუსხელიშვილის, გამსახურდიას, წერეთლის, პუშკინის ქუჩების და რუსთაველის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. შიდა საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, 2017 წელს ქ. თეთრიწყაროში საერთო ჯამში მოასფალტდება 3132 მ სიგრძის საავტომობილო გზა, შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებს თეთრიწყაროში მცხოვრები 3000-ზე მეტი ბენეფიციარი.
აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში ქალაქში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა 15 ქუჩაზე, 2015 წელს მოასფალტდა 13 ქუჩა, ხოლო 2016 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის ქუჩებს ( 1450 მ), საერთო ჯამში მოასფალტდა 7011 მ საავტომობილო გზა.