თიბისი არტ გალერეაში, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

თიბისი არტ გალერეაში, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

4 აპრილს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ 1926-85 წლებში  შესრულებული 60 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი საზოგადოებისთვის დღემდე  უცნობია.დასწრება თავისუფალია

გთხოვთ, გვეწვიოთ!

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-2 სართული)