თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში და სოფელ სამღერეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. ასურეთის ბაღი გათვლილია 60 აღსაზრდელზე და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ამასთანავე, პროექტით გათვალისწინებულია საბავშვო ატრაქციონების მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. აღსანიშნავია, საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა სოფელ სამღერეთში, მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადდა შესაბამისი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 40 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალის საბავშვო ბაღის მშენებლობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. აღნიშნულ ბაღებში მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემებიც. ასურეთის და სამღერეთის საბავშვო ბაღების მშენებლობისათვის გათვალისწინებულია 766 269 ლარი (ხელშეკრულებით).
აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: ბორბალოს, ქ.თეთრიწყაროს №1 და №2, კოდის, ჯორჯიაშვილის, წინწყაროს, გოლთეთის, ხაიშის და დაბა მანგლისის საბავშვო ბაღებს. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 343 146 ლარი შეადგინა.