ვლადიმერ ბედუკაძე:

ვლადიმერ ბედუკაძე: "პატიმრებს ბაჩო ახალაიას ბრძანებით აწამებენ"(VIDEO)

ამ წუთებში ჩვენ ბრიუსელიდან მივიღეთ მასალა რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა გიორგი ფოფხაძემ მოგვაწოდა. ვიდეო 2011 წლის მაისშია გადაღებული და მასზე ასახულია საპატიმროში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტები.

მე-9 არხის ბიუროს ეს კადრები მე-8 საპყრობილეს ყოფილმა თანამსრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ მიაწოდა, რომელზეც ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.

ჩვენმა კორესპონდენტმა გიორგი ფოფხაძემ ეს ვიდეო უკვე აჩვენა ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს.

ჩვენ უკომენტაროთ გთავაზობთ ამ ვიდეომასალას. ვიდეო შემზარავია, ამიტომ ჩვენ კადრების მხოლოდ ერთ ნაწილს შემოგთავაზებთ.

შეძლების დაგვარად შევეცადეთ ახლო კადრები არ გვეჩვენებინა, თუმცა მაინც გთხოვთ რომ ბავშვები მოარიდოთ ტელეკერანებს.