20-22 მარტს საქართველოს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები ეწვევიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და ვიცე-სპიკერებს 21 მარტს, 09:30 საათზე შეხვდება. ამავე დღეს, 13:15 საათზე, ირაკლი კობახიძე და მისი კოლეგები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. (ადგილი: პარლამენტის სასახლე. შ. რუსთაველის სახელობის დარბაზი)
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორესთან.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტების თავმჯდომარეები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს გორში, მისიის ოფისში შეხვდებიან. სტუმრები სოფლებში - ნადარბაზევსა და ხურვალეთში გაემგზავრებიან და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საქართველოს დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი, ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი,ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი ეწვევიან. შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანი (NB8) არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიისა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და ნორდიკულ ქვეყნებს (შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია) შორის. NB8 პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.
2016 წელს NB8 ფორმატის თავმჯდომარე ქვეყანა ლატვიის რესპუბლიკა იყო. 2017 წელს ფორმატის თავმჯდომარეობა ნორვეგიამ გადაიბარა, რომელიც ყურადღებას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ევროპის მომავალზე, რუსეთზე, გაერო-ს თემებზე და ტერორიზმზე გაამახვილებს.
საქართველო დაინტერესებულია, ფორმატის ფარგლებში, თანამშრომლობის განვითარებით სხვადასხვა - მათ შორის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. 2016 წლის განმავლობაში ქართული მხარე, სხვადასხვა დონეზე, მზაობას გამოთქვამდა ფორმატში ჩართულობისა და ღონისძიებების საქართველოში მასპინძლობის შესახებ.
ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ლატვიის სეიმის სპიკერის აქტიური ჩართულობთ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის მარტში ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტის შესახებ.
პროგრამა:
ორშაბათი, 20 მარტი
11:00-11:50 შეხვედრა ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ელჩებთან
(ადგილი: სასტუმრო „რადისონი“, ლაუნჯ ბარი)
13:30 გამგზავრება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის გორის ოფისში
14:30-15:15 შეხვედრა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის
წარმომადგენლებთან
15:15 გამგზავრება სოფ. ნადარბაზევთან
15:40 მისვლა სოფ. ნადარბაზევთან
15:40-16:10 ბრიფინგი ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლებთან
16:15 სოფ. ხურვალეთის საგუშაგოსთან მანქანების გაცვლა
16:15 გამგზავრება სოფ. ხურვალეთთან მდებარე ადმინისტრაციულ ზოლთან
16:40 მისვლა სოფ. ხურვალეთთან მდებარე ადმინისტრაციულ
ზოლთან
16:40-17:10 ადმინისტრაციული ზოლის დათვალიერება
17:10 გამგზავრება თბილისში
სამშაბათი, 21 მარტი
09:15 გამგზავრება საქართველოს პარლამენტში
09:30-10:30 შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ბ-ნ ირაკლი კობახიძესთან
(ადგილი: შ. რუსთაველის სახელობის დარბაზი)
10:40-11:40 გაერთიანებული შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან
(ადგილი: დ. აღმაშენებლის სახელობის დარბაზი)
12:00-13:00 შეხვედრა ფრაქციების წარმომადგენლებთან
(ადგილი: დ. აღმაშენებლის სახელობის დარბაზი)
13:15-13:45 პარლამენტის თავმჯდომარეთა ერთობლივი განცხადება პრესისათვის
(ადგილი: შ. რუსთაველის სახელობის დარბაზი)
5:30 გამგზავრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში
15:45-16:45 შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან
ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილთან
16:45 გამგზავრება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში
17:00-18:00 შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
ბ-ნ გიორგი მარგველაშვილთან
18:45 გამგზავრება ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერსა და ბალეტის თეატრში
19:00-19:45 კონცერტი ნორდიკული და ბალტიის ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეთა საპატივსაცემოდ
ოთხშაბათი, 22 მარტი
09:00-10:20 შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
(ადგილი: სასტუმრო ”რადისონი“, ოთახი: 6)
10:20 გამგზავრება ტექნოპარკში
10:40-11:40 ტექნოპარკის მონახულება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ გენადი არველაძესთან ერთად
11:40 გამგზავრება საქართველოს საპატრიარქოში
12:00-12:45 შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან /დასაზუსტებელია/
14:30 გამგზავრება ძველ თბილისში
14:45-16:00 ძველი თბილისის დათვალიერება
18:00 შეხვედრა ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ელჩებთან
(ადგილი: სასტუმრო „რადისონი“, ოთახი: 6)
დელეგაციათა ინდივიდუალური გამგზავრება საქართველოდან