"საუბრები აფხაზეთზე“

14 მარტს, 16.00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართება საჯარო დისკუსია. აფხაზეთში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე. 

თსუ-ის სტუდენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამრას’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი დაჩი ახვლედიანი წაიკითხავს მოხსენებას, რომლის შემდგომაც გაიმართება დისკუსია.  დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორიდან: ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები. სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მწერალი გურამ ოდიშარია, კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, არსამთავრობო ორგნიზაციის ,,აფხაზეთი ჩემი სახლი’’თავმჯდომარე, პროფესორი სალომე კაპანაძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია, კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის თავმჯდომარე ბექა დადეშქელიანი. ასევე, ღონისძიებას დაესწრება სპეციალური სტუმარი ავღანელი რეჟისორი სადიკ ბარმაკი. 

ღონისძიების ორგანიზატორია და თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ამრა". 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ–ის I კორპუსი, 301-ე აუდიტორია