200 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა

200 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა

6 მარტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა   სამინისტრო  „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“    200  დევნილ ოჯახს საცხოვრებელ  ბინებს  გადასცემს.

ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 - ერთოთახიანია, 52 - ოროთახიანი,  48 კი  სამოთახიანი. 

2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის  630 ოჯახს ბინები

 „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ ე. წ. „ოლიმპიურ სოფელში“ გადაეცა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.