დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ოფიციალური ვიზიტით ერევანში მიემგზავრება

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ოფიციალური ვიზიტით ერევანში მიემგზავრება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრებიან.  ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა.

„ორივე მხარეს აბსოლუტურად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკა მაქსიმალურად განზე უნდა გავწიოთ და ყურადღება  მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტს მივაქციოთ. ასევე, მინდა,  მადლობა გადავუხადო საერთაშორისო წითელ ჯვარს, რომლის შუამდგომლობითაც პროცესი ასეთი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მხარეებს შორის, მოლაპარაკების შედეგად, ამ დროისთვის, 63 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.