300 სამუშაო ადგილი გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
დასაქმების ფორუმი თბილისში 24-25 თებერვალს ექპო ჯორჯიას მესამე პავილიონში გაიმართება
300 სამუშაო ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით - შანსი ყველა მოტივირებული, აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანისთვის დასაქმდეს ჯიპიაიში
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც ახორციელებს და პროექტის ფარგლებში 300 საცალო გაყიდვების სპეციალისტის აყვანას გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით. 20-22 თებერვალს ფორუმები წარმატებით უკვე ჩატარდა ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და ბათუმში. 24-25 თებერვალს კი სადაზღვევო კომპანია დასაქმების ფორუმს თბილისში მართავს. სადაც კანდიდატებს აქვთ საშუალება გაიარონ გასაუბრება, გაეცნონ საცალო გაყიდვების სპეციალისტის სამუშაოს და მოისმინონ რეალური ისტორიები მუშაობისა და წარმატების მიღწევის შესახებ.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე. სადაზღვევო კომპანია პროექტის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს გადამზადების უფასო პროგრამას და სწავლების პირველივე დღიდან ანაზღუარებად სამსახურს სთავაზობს. ანაზღაურება 400₾-ს შეადგენს და მუდმივად მზარდია, გაყიდვების სპეციალისტის გამოცდილებიდან და პორტფელიდან გამომდინარე.
2016 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მასშტაბური დასაქმების ფორუმი უკვე გამართა და 200 ადამიანი აიყვანა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას კომპანიაში.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელმაც ადასტურებს ჯიპიაის დასაქმების პროგრამის ეფექტურობას. შარშანდელი დასაქმების ფორუმის შედეგად 200 მონდომებული ადამიანი დავასაქმეთ და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები დღეს წარმატებულ კარიერას ქმნიან ჯიპიაი ჰოლდინგში. წლევანდელი დასაქმების კვირეული არის კიდევ ერთი შანსი ნებისმიერი შრომისმოყვარე, აქტიური და მონდომებული ადამიანისთვის. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, გთავაზობთ უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესშიც კი.“
დასაქმების მსურველები 24-25 თებერვალს უნდა მობრძანდნენ ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში, დილის 10-დან 18 სთ-მდე.