დღეს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის წარმოამდგენლები ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდნენ, რომლთა ბენეფიციარები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმოამდგენლები არიან. შეხვედრის მიზანი იყო მიეწოდებინათ მათთვის დეტალური ინფორმაცია დასაქმების ფორუმთან დაკავშირებით, რომელსაც კომპანია 24-25 თებერვალს თბილისში მართავს.ჯიპიაი ჰოლდინგმა საცალო გაყიდვების 300 ვაკანსია გამოაცხადა და რეგიონების 4 დიდ ქალაქში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში უკვე ჩაატარა მასშტაბური ფორუმი.
გასულ წელს ჩატარებულ დასაქმების ფორუმზე შერჩეული 212 კანდიდატიდან 83% ქალია და მათგან უმეტესობა 35-45 წლის. ისინი, ასაკის, პროფესიისა და სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, დაეუფლნენ ახალი პროფესიას, რადიკალურად შეცვალეს ცხოვრება და დღესაც წარმატებულად აგრძელებენ მუშაობას წამყვან სადზღვევო კომპანიაში. ჯიპიაი ჰოლდინგის ინიციატივით და შეხვედრაზე წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების შუამავლობით, ეს შესაძლებლობა ახლა უკვე ბენეფიციარებსაც მიეცემათ.
„ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციარებს, რომელთაც სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან, შეიძინონ ახალი პროფესია, დასაქმდნენ და შეიქმნან წარმატებული კარიერა. აქ წარმოდგენილ არასამთავრობო ორგანიზაციებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა ტიპის სამუშაოს შესრულება მოუწევთ კანდიდატებს, როგორი იქნება მათი ანაზღაურება, ხელშეკრულების პირობები, რათა შემდგომ ჩართონ ისინი ამ პროექტში. მოხარულები ვიქნებით, თუ ჯიპიაი ჰოლდინგს მიეცემა შესაძლებლობა ამ ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“- ნინო ხაჭაპურიძე, ჯიპიაი ჰოლდინგის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.