მასშტაბური დასაქმების კვირეულის ფარგლებში „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 300 სამუშაო ადგილს აცხადებს გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიაზე.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავს. ამჯერად, დასაქების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს. დასაქმების კვირეული 20 თებერვალს ქუთაისიდან დაიწყო და საქართველოს 2 ქალაქში, ფოთსა და ზუგდიდში ჩატარდა. დღეს ფორუმი ქ. ბათუმში მიმდინარეობს. დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ გასაუბრება 10:00-დან 18:00 საათამდე სასტუმრო „ლეოგრანდში“.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე აძლევს შესაძლებლობას გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს გადამზადების უფასო პროგრამას და ანაზღუარებად სამსახურს სწავლების პროცესში.
დასაქმების კვირეული თბილისში დასრულდება ორდღიანი ფორუმით, რომელიც ექსპო ჯოერჯიას მესამე პავილიონში გაიმართება 10:00 -დან 18:00 საათამდე, მის: წერეთლის გამზ. #118.
„ ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელიც ადასტურებს დასაქმების პროგრამის ეფექტურობას. შარშანდელი დასაქმების ფორუმის შედეგად „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 200 მონდომებული ადამიანი დავასაქმეთ და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები დღეს წარმატებულ კარიერას ქმნიან. წლევანდელი დასაქმების კვირეული არის კიდევ ერთი შანსი ნებისმიერი შრომისმოყვარე, აქტიური და მონდომებული ადამიანისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, გთავაზობთ უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესშიც კი. კვირეული დავიწყეთ ქუთაისიდან,სადაც დაინტერესება საკმაოდ დიდია.ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი მსურველია დარეგისტრირებული. ყველას, მათ შორის, ვისაც არ აქვს რეგიტრაცია გავლილი, ველოდებით ფორუმზე ქუთაიში 20 თებერვალს“ - აცხადებს ვახტანგ კორძაია, ჯიპაი ჰოლდინგის „დასაქმების ფორუმის“ პროექტის მენეჯერი.
დამატებითი კითხვების შეგიძლიათ მიმართოთ „ჯიპიაი“-ს დასაქმების ცხელ ხაზს: 2505111.