„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
„დღეს ყველამ ერთად ვნახეთ, თუ რა საშინელი კადრები გაავრცელეს "იმედმა","რუსთავი 2"-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ეს იყო ცილისმწამებლური და მკრეხელური კადრები. ხელისუფლება ცდილობს, ყველა კრიმინალი, რაც ამ ციხეში ხდება, ჩემ სიმამრს დააბრალოს, რომელიც სააკაშვილის პირადი მძევალია,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.