დასაქმების კვირეული რეგიონებში ორშაბათს ქუთაისიდან დაიწყო კიდევ 300 სამუშაო ადგილი!
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავს. ამჯერად, დასაქების პროგრამა თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს.
დასაქმების კვირეული 20 თებერვალს ქუთაისიდან დაიწყო და საქართველოს კიდევ 4 ქალაქში ჩატარდება- ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი,თბილისი.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილების და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე აძლევს შესაძლებლობას გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი. პროექტის ფარგლებში კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს გადამზადების უფასო პროგრამას და ანაზღუარებად სამსახურს სწავლების პროცესში.
ორშაბათს,ქუთაისისში სასტუმრო “ბაგრატში“ დაიწყო დასაქმების კვირეული,სადაც კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ 10:00-დან 18:00 სთ-მდე შეხვდნენ ჯიპიაი ჰოლდინგის წარმომადგენლებს და ყოველგვარი ტესტირების გარეშე გაიარონ მარტივი გასაუბრება.
„ ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება, რომელიც ადასტურებს დასაქმების პროგრამის ეფექტურობას. შარშანდელი დასაქმების ფორუმის შედეგად „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 200 მონდომებული ადამიანი დავასაქმეთ და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები დღეს წარმატებულ კარიერას ქმნიან. წლევანდელი დასაქმების კვირეული არის კიდევ ერთი შანსი ნებისმიერი შრომისმოყვარე, აქტიური და მონდომებული ადამიანისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, გთავაზობთ უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესშიც კი. კვირეული დავიწყეთ ქუთაისიდან,სადაც დაინტერესება საკმაოდ დიდია.ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი მსურველია დარეგისტრირებული. ყველას, მათ შორის, ვისაც არ აქვს რეგიტრაცია გავლილი, ველოდებით ფორუმზე ქუთაიში 20 თებერვალს“ - ვახტანგ კორძაია, ჯიპაი ჰოლდინგის „დასაქმების ფორუმის“ პროექტის მენეჯერი.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება:
ფოთი - 21 თებერვალი (ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა)
ზუგდიდი - 21 თებერვალი (ზუგდიდის ტექნო პარკი)
ბათუმი - 22 თებერვალი (სასტუმრო ლეოგრანდი)
თბილისი - 24-25 თებერვალი (ექსპო ჯორჯიას III პავილიონი)