დევნილი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან

დევნილი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „ნებულას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები  „ნებულას” ვებ-გვერდზე (http://www.nebula.ge)  საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი  დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „ნებულას” აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ  მოაწერეს.