"ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“ ერთობლივ პროექტს იწყებს
სადაზღევო პროგრამა 50,000 ₾-ის ანაზღაურებას ითვალისწინებს, დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ხარჯების ჩათვლით
ბიზნეს რისკების დაზღვევის 50% „ჯიპიაი ჰოლდინგი“ თავად დააფინანსებს, რომ დაზღვევის გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის მაქსიმალურად შეამციროს
„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“ ბიზნეს რისკების დაზღვევის პროგრამის პოპულარიზებაში ჩაერთვება
დაზღვეული რისკები: ხანძარი, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ვანდალიზმი, აფეთქება.
10 თებერვალი, 2017 წ., საქართველო, თბილისი: სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია“ ერთობლივ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია საშუალო და მცირე მეწარმეთა ცნობიერების ამაღლება ბიზნეს რისკების დაზღვევისა და ამ გზით ფინანსური ზარალის თავიდან აცილების თაობაზე.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართვა სადაზღვევო სისტემაში აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და გაჯანსაღებისთვის - ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ხანაძრთან თუ სხვა გაუთვალისწინებელ მოვლენებთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ სადაზღვევო მექანიზმით. არათუ პატარა საწარმოსთვისაა ეს პრობლემა, არამედ დიდმა ორგანიზაციამაც შეიძლება ვერ გაართვას თავი მსგავს ფინანსურ პრობლემებს და უბრალოდ, გაჩერდეს. ეს კი დაკარგულ შემოსავალს, დაკარგულ სამუშაო ადგილებს და გაკოტრებულ საწარმოებს ნიშნავს. დაზღვევა ერთადერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია ამგვარი ფინანსური პრობლემებისგან თავის დასაცავად.“
„ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ ინიციატივით მეწარმეთა ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება და მისი მიზანია, ზოგადად, დაზღვევის , როგორც ფინანსური თავდაცვის მექანიზმის პოპულარიზება და მეწარმეთა ჩართვა სადაზღვევო სისტემაში.
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა , ორიენტირებული მცირე და საშუალო მეწარმეთა ბიზნეს რისკების დაზღვევაზე და მზადაა, დაზღევის ღირებულების 50% თავად დააფინასოს. შეიქმნება მობილური სადაზღვევო კონსულტანტების ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს საინფორმაციო კამპანიებს მცირე მეწარმეთა თავშეყრის ადგილებში და ადგილზევე შეძლებს დაზღვევის გაფორმებას.
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის როგორც მოთხოვნის ზრდა ამ ტიპის დაზღვევაზე, ასევე, რაც შეიძლება მეტი მეწარმის მოცვა. ეს არა მხოლოდ ბიზნესის პრობლემაა, არამედ მწვავე სოციალური პრობლემაცაა და ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი მეწარმის ჩართვას სადაზღვევო სისტემაში, რომ მათ გააჩნდეთ მყარი ფინანსური გარანტიები მსგავსი შემთხვევებისთვის.“
მიხეილ ჭელიძე, „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ პრეზიდენტი: “რისკების დაზღვევა ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი გამოწვევაა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორში, სადაც კრიზისული სიტუაციების დროს ყველაზე მეტად ხვდებიან დარტყმის ქვეშ და როგორც წესი ვერ ლახავენ ასეთ პრობლემურ სიტუაციას.
აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო სექტორი ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში არსებული ბიზნესების 90% მეტს შეადგენენ, ხოლო მათ მიერ დასაქმებულების წილი მთლიან დასაქმებულებში ძალიან დიდია. ამიტომ SME სექტორში სტაბილურობა და უსაფრთხოება უმნიშნველოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
დაზღვევა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკულად უალტერნატივო და ყველაზე ეფექტური მექანიზმია, რაც კაცობრიობამ შექმნა. ვფიქრობთ, რომ GPI-ს მიერ წამოწყებული ახალი კამპანია და დაზღვევის პროდუქტი არის დროული და მიმართული SME სექტორისთვის, რისი გამოყენებაც SME სექტორს მისცემს სტაბილურობის განცდას, შესაძლებლობას იდგნენ უფრო მყარად ბაზარზე, რაც ჯამში მათ განვითარებას უზრუნველყოფს“.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ შემოთავაზებული ბიზნეს რისკების დაზღვევის პროგრამა ითვალსიწინებს ყველა სახის უძრავ-მოძრავი ქონების დაზღვევას მარაგების, ინვენტარის, მანქანა-დანადგარებისა და საოფისე ტექნიკის ჩათვლით ისეთი რისკებისგან როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, კომუნალური სისტემების დაზიანება, მოკლე ჩართვით დანადაგრებისა და ტექნიკის დაზიანება და ა.შ.. ანაზღაურების ლიმიტი 50,000₾-ია. ანაზღუარდება ასევე ბიზნესის შეფერხების რისკი, რაც გულისმხობს, დაკარგული მოგებისა და ბანკის პროცენტის ანაზღაურებას, თუკი საწარმო ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას რაღაც პერიოდს განმავლობაში. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ღირებულების 50%-ს თავად დააფინანსებს. მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული სადაზღვევო პრემია დაწესდება და ეს თვეში მხოლოდ 15₾ იქნება.