საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად თვითმმართველობის ინსტიტუციის განვითარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე, რომელიც საკრებულოს ინიციატივით გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკაზე, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს არასამთავრობო სექტორთან უკვე არსებულითანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მუნიციპალიტეტის საქმიანობისეფექტურად წარმართვის მიზნით, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთანურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა დასაჭიროებებზე და მათი ეფექტურად გადაჭრის კუთხით არასამთავრობო სექტორთან მჭიდროთანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლეპრეზენტაცია გააკეთეს და როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური თვითმმართველობებისდონეზე მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. 
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეხვედრებს  თვითმმართველობების  სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კვლავაც გამართავს.