თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა

თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა

თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის ორი ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა. აღდგენილი „თამარ მეფე" და „რუსთაველი" საქართველოში პირველად, 

მირზაანის მუზეუმის სრულ კოლექციასთან ერთად, თიბისი გალერეაში გამოფინება.

გამოფენის საზეიმო გახსნა 2 თებერვალს, 18:30 საათზე შედგება.

ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე,

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკა ანთიძე და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე.

გთხოვთ, მობრძანდეთ!