28 იანვარს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიხსნება.
ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებული პირები. გუნდები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ მონაცემებზე.
გამარჯვებულებს 29 იანვარს ჟიური გამოავლენს.
ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (FLEX-ის პროგრამის),
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), Jumpstart Georgia-ს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით.
მისამართი: ინოვაციების ქ. 7, ოქროყანა